ანკარა გერმანიის ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. საგანგებო განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა. „თუ გერმანიას სურს თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა, მოქცევა უნდა ისწავლოს,“-აღნიშნა თურქეთის პირველმა დიპლომატმა. ანკარა გერმანელებს მას შემდეგ გაუნაწყენდა, რაც გეგენაუს მიწებზე თურქეთის იუსტიციის მინისტრს, ბეკირა ბოზდაგს საჯარო გამოსვლის უფლება არ მისცეს.