სირიაში ალ-ქაიდას ცნობილი მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ალ-ჰაირ ალ-მასრი იდლიბის რაიონში საჰაერო იერიშს ემსხვერპლა. 59 წლის ალ-მასრი ალ-ქაიდას ლიდერის, აიმან აზ-ზავაჰირის მარჯვენა ხელად ითვლებოდა.