როკენროლის მეფის ქალიშვილმა პრისილა პრესლიმ გასართობი ცენტრი გახსნა, რომელსაც „ელვის პრესლის მემფისი“ დაარქვა. კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 200 ათას კვადრატული მეტრის ფართობზეა გაშენებული, 45 მილიონი დოლარი დაჯდა. მასში საკონცერტო დარბაზი, რესტორნები, მაღაზიები და ელვისის პირადი ნივთების საგამოფენო დარბაზია განთავსებული.