იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში ზვავს სამი მოთხილამურე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. უბედური შემთხვევა კურმაიორის სამთო-სათხილამურო კურორტზე მოხდა. გარდაცვლილთა შორის იტალიის, გერმანიისა და ბელგიის მოქალაქეები არიან. დაშავებულები, რომლებიც მაშველებმა სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით გაიყვანეს, ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.