ნიუ იორკში როჩესტერის ებრაული სასაფლაო კიდევ ერთხელ დაარბიეს. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვანდალიზმის უკვე მესამე შემთხვევაა. დაზიანებულია ათზე მეტი საფლავის ქვა. ნიუ იორკის პოლიციას საქმეს სიძულვილით ჩადენილი დანაშაულის მუხლით იძიებს. რასისტულ ნიადაგზე მუქარებისა და თავდასხმების შემთხვევები უკვე დაგმო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიისას რასიზმის გაღვივებაში ხშირად ადანაშაულებენ.