ლვოვში მაღაროს აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ უკრაინის მე-5 არხი იტყობინება. ამ დროისათვის სახეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკებში 19 მაღაროელია გადაყვანილი. აფეთქება სტეპოვაიას მაღაროში მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. ინციდენტს 8 ადამიანი ემსხვერპლა.