მალაიზიის სასამართლომ კიმ ჩონ ნამის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი გაათავისუფლა. ჩრდილოეთ კორეის მოქალაქის, რი ჩენ ჩოლის წინააღმდეგ ბრალდების მხარემ სამხილები ვერ წარმოადგინა. უახლოეს რამდენიმე საათში მას საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისთვის ქვეყნიდან გააძევებენ. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი გოგონა, რომლებასც ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმაზე თავდასხმა 13 თებერვალს კუალა-ლუმპურის აეროპორტში განხორციელდა. კიმ ჩონ ნამი პარალიტიკური ტოქსინით მოკლეს.