“სატახტო ქალაქი აბდულჰამიდი“ მსოფლიო ეკრანებზეც გავა. თურქეთი სერიალის ექსპორტს იწყებს.
24 თებერვლიდან თურქულ TRT 1-ზე ისტორიულ თემაზე გადაღებული სერიალის “სატახტო ქალაქი აბდულჰამიდი“-ს (Payitaht Abdülhamid) ჩვენება დაიწყო, რომელმაც ეკრანებზე მიაჯაჭვა ისტორიული სერიალების მოყვარულები.
სერიალი ეხება ოსმანეთის იმპერიის 34-ე ფადიშაჰის, აბდულჰამიდ მეორის 33 წლიანი მეფობის ბოლო 13 წლის პერიოდს.
ამ ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია მთელს მსოფლიოში და ამიტომ მისი ოფიციალური პრემიერა 3-6 აპრილს პარიზში დაგეგმილ მსოფლიო ტელევიზიათა გამოფენა MIPTV 2017-ზე შედგება და მისი ინგლისური სახელწოდება “The Last Emperor“ (უკანასკნელი იმპერატორი) იქნება
სერიალის გადაღებები ქოჯაელის სეკას ფილმის გადასაღებ მოედანზე მიმდინარებს და მისი რეჟისორი სერდარ აქარია. სულთან აბდულჰამიდის როლს კი ბულენთ ინალი ასრულებს.
სერიალის მთავარი თემა უსამართლობის წინაშე ბრძოლაა.
1896 წელს სულთან აბდულჰამიდის მმართველობის მე-20 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი მოვლენები განხორციელდა. მათ შორისაა ოსმალეთის ბერძნებთან ბრძოლა და სწორედ ესაა ასახული სერიალში „სატახტო ქალაქი - აბდულჰამიდი“.
სერიალში ასევე პირველი სიონისტური კონგრესის შემდეგ სულთნისგან პალესტინის ტერიტორიების მოთხოვნაც არის ასახული, რომლის დროსაც სულთანი მტრებს მაგიდასთან მოლაპარაკებებში ამარცხებს. იმ პერიოდში სულთნის ერთ-ერთი ისტორიული წარმატება ჰიჯაზის სარკინიგზო მაგისტრალის აშენება გახლდათ, რომელიც სტამბოლიდან წმინდა მიწებზე ანუ დამასკოს გავლით მედინაში ჩასვლას ითვალისწინებდა.
სერიალში ასევე ასახულია სულთან აბდულჰამიდის და მისი თანმხლები პირების ქვეყნისათვის გაწეული ჯაფა, რომელიც მომავალ თაობებს საჩუქრად გადაეცა.
სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ; ბულენთ ინალი, ოზლემ ჯონქერი, სელენ ოზთურქი, აქინ აქინოზუ, ეზგი ეიუფოღლუ, ჰაქან ბოიავი, საიგინ სოისალი, უმუთ ქურთი და სხვები.