ქუთაისის პროკურატურის ინციატივით 2010 წლის 16 ივნისს ქუთაისში პროკურორებისა და სტუდენტების მონაწილეობით ერთობლივი ანტინარკოტიკული აქცია გაიმართა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროკურატურის თანამშრომლები უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრამდე მსვლელობა მოაწყვეს. ანტინარკოტიკულ აქციაში 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, მათ ეკლესიაში შესვლამდე ერთჯერადი შპრიცები დაწვეს.
`ამ მსვლელობით ქუთაისის სტუდენტობამ ნათლად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ნარკომანიისადმი. რაც შეეხება პროკურატურას, ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ახალგაზრდობასთან და ზოგადად, საზოგადოებასთან ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და სტუდენტების მხარდაჭერა ამ კუთხით ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია~, განაცხადა ქუთაისის რაიონულმა პროკურორმა კახა კოჩივარმა.
აქცია პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვებთან და მოზარდებთან, უზრუნველყოს პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.