სულ რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმის "ჯიბის კაცი" მსოფლიო პრემიერა შედგა.
ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი
კინოფესტივალის ჟიურის წევრებს შორის არიან სოფია კოპოლა, ჯენა დევისი, უმა ტურმანი, ჯეფრი რაითი და სხვა. 19 მარტს სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ ვინ გახდება ნიუ-იორკის საბავშვო კინოფესტივალის რჩეული.
პარალელურად "ჯიბის კაცი" მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.
ფესტივალი 4-12 მარტს გაიმართება, შემდეგ კი ქართული ანიმაციური ფილმი ტორონტოში გადაინაცვლებს საერთაშორისო კინოფესტივალზე TIFF KIDS.
"ჯიბის კაცი" პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა ანიმაციაში, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმი პატარა კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩემოდანში ცხოვრობს. უსინათლო მოხუცთან შეხვედრის შემდეგ კი იგი მის ჯიბეში აგრძელებს ცხოვრებას.ეს არის ამბავი მეგობრობაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.