15-26 მარტს ნიუ იორკი კინოფესტივალის New Directors/New Films 46-ე გამოშვებას უმასპინძლებს.
ტრადიციულად, ფესტივალი ახალგაზრდა, წარმატებულ რეჟისორებს მოუყრის თავს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს.
წელს კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი - ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" და დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა".
ქართული ფილმების ჩვენება ნიუ იორკში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MoMA გაიმართება.