"პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებში წამატებად 1% ჩათვლის, რადგან აქამდე 0% და რაღაც მეასედები გააჩნდა პოლიტიკურ ველში არანაირ ადგილს არ უნდა იკავებდნენ", - ამის შესხებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა.
მისივე შეფასებით, ასეთი შედეგის პარტიები სანამ "იდეების გადმოფრქვევას" დაიწყებენ, აუცილებელია, მინიმუმ 40-დღიანი გლოვა მაინც გამოაცხადონ საკუთარ უბედურებაზე, რასაც არჩევნებზე მიღებული შედეგები ქვია.
"არ არის საჭირო ამდენი ასეული პოლიტიკურ პარტიად წოდებული ადამიანთა დაჯგუფებები. მგონი დროა 0% შედეგის მქონე პარტიებმა საკუთარი ხელმძღვანელობა დაარწმუნონ იმაში, რომ სხვა ტიპის საქმიანობას მოკიდონ ხელი ან ყოველ შემთხვევისთვის რამდენიმე პარტიის შერწყმაზე იფიქრონ. პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებში წამატებად 1% ჩათვლის, რადგან აქამდე 0% და რაღაც მიასედები გააჩნდა ცხადია პოლიტიკურ სპექტრში არანაირ ადგილს არ უნდა იკავებდეს, რადგან ის მხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრის დისკრედიტაციას ახდენს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცისკარიშვილმა.