ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, "ალიანსი საქართველოს" დაშლის შემდეგ გამოჩნდება ირაკლი ალასანიას პარტია რეალობაში რას წამოადგენს.
"პოლიტიკური ალიანსი გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის იქმნება და ამ მიზნის შესრულების ან ვერ შესრულების შემდეგ ცხადია მასში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკურ საქმიანობას ჩვეულ რიტმში აგრძელებენ. ამიტომ "ალიანსის" დაშლის ტრაგედიზაცია არ უნდა მოვახდინოთ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთა" საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, დროა პოლიტიკურმა სუბიექტებმა საკუთარ პარტიებს მიხედონ, როგორც ალასანიას, ასევე ნოღაიდელის ალიანსის წევრებმა.
"დროა გავიგოთ რას აკეთებენ ეს პოლიტიკური პარტიები - "რესპუბლიკელები", "ახალი მემარჯვენეები", "კონსერვატორები" და "ხალხის პარტია" რას აკეთებს. რეალურად რას წამოადგენს ირაკლი ალასანიას პარტია", - განაცხადა ცისკარიშვილმა.