სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის წარმატებული მოდელი და საერთაშოსისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული, 21 წლის თათია ახალაია მიწვეულია პარიზის მოდის კვირეულზე ერთ-ერთ ცნობილ საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Marilyn Agency-ის მიერ. პარიზის შემოდგომა ზამთრის მოდის კვირეული იმართება 28 თებერვლიდან 8 მარტამდე და მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლები.