ტოკიოში ჰარუკი მურაკამის ახალი რომანის, „რაინდი-კომანდორის მკვლელობა“ პრეზენტაცია გაიმართა. პოპულარულ მწერალთან შესახვედრად და მისგან ავტოგრაფის მისაღებად უამრავმა მკითხველმა მოიყარა თავი. „რაინდი კომანდორის მკვლელობა“ 2010 წელს გამოცემული სამტომეულის, „ათას ქიუ 84“-ის შემდეგ პირველი რომანია. ჰარუკი მურაკამი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იაპონელი ავტორია. იგი არაერთხელ დასახელდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ფავორიტებს შორის.