დღეს, 16 ივნისს, ფესტივალი "არტგენი" სამცხე-ჯავახეთსა და ზემო რაჭაში გადაინაცვლებს.
გაიმართება კულტურული ტური ხერთვისის, აწყურისა და თმოგვის ციხეების მოსანახულებლად. ტური დასრულდება ახალციხეში.
17 ივნისს ფესტივალი "არტ-გენი" ვარძიაში გაიმართება.
18 ივნისს ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კულტურული ტური ახალციხიდან შოვის მიმართულებით; დაგეგმილია შაორის ტბისა და ნიკორწმინდის მონახულება (ღამისთევა შოვში). 19 ივნისს "არტ-გენი" ონთან ახლოს მდებარე მთაზე ჩატარდება. 20 ივნისს კი ფესტივალი დასრულდება.
"არტ-გენიმა სტარტი აიღო 12 ივნისს, კახეთში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში.