"კოალიცია სოლიდარობისთვის" ევროპის სასამართლოში დევნილების საკუთრების საკითხზე ინდივიდუალური და ჯგუფური საჩივრების შეტანას აპირებს.
"ჩვენი ორგანიზაცია დევნილებთან სარჩელების შემუშავებაზე მუშაობს, რომელსაც ევროპის სასამართლოში ჯგუფური და ინდივიდუალური სარჩელების სახით შევიტანთ. ჩვენი სარჩელი შეეხება მემკვიდრეობის საკითხებს", - აღნიშნა უმრავლესობის შეხვედრაზე ქობალიამ.
მისი თქმით, ქართველი დევნილების პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ფრანგული და რუსული არასამთავრობოები, არიან ჩართულები.
"ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბერნარ კუშნერს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულის ბოლოს საქართველოში ჩამოვა და დევნილებს შეხვდება", - აღნიშნა ქობალიამ.