დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მცხოვრები 1983 წ.დ ირაკლი აკობია, რომელმაც მიმდინარე წლის 30 მაისს, სოფელ დარჩელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა მამა-შვილი: 1944 წ.დ იური და 1984 წ.დ ნანა აკობიები.
სამართალდმცავების განცხადებით, დაკავებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო