საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებით ქართველმა ხალხმა მარგინალებს კარგი პასუხი გასცა. ამის შესახებ სააკაშვილმა მმართველი პარტიასთან შევედრის დროს განაცხადა.
"ამ არჩევნებზე კარგი რაც მოხდა ერთია ისაა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და მარგინალებს და საქართველოს ხელახლა დამონების მსურველებს ხალხმა კარგი პასუხი გასცა, მეორე კარგი რაც მოხდა ის რაის რომ მეორე-მესამე ადგილებზე გასულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არჩევნების შედეგები აღიარა და პირველად მოხდა ცივილიზებული საარჩევნო კამპანიის ჩატარება", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სარჩევნო კამპანიიდან მომდევნო საარჩევნო კამპანიამდე დაპირებებით არის დაკავებული.
"არჩევნები არის ხალხის მიერ პერიოდული შემოწმება თუ როგორ ვასრულებთ საქართველოს აღმშენებლობის დიდი პროგრამას. პერიოდულად ხალხი მოდის და გავმოწმებს, ან გვაძლევს ჩვენი მუშაობის საშუალებას, ან ცუდი ნიშანს დაგვიწერენ და ჩაგვჭრიან. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არჩევნების შემდეგ გავაქვს დაკისრებული. ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის და უნდა გავესმოდეს, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მთელი ცხოვრება არიან მაჩანჩალები, შეიძლება იყოს საშუალოც, შეიძლება არ წვეტდე ციდან ვარსკვლავებს და გადარჩე და გააგრძელო მუშაობა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისვე შეფასებით, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა დაწყებული რეფორმებია, რომელიც სწრაფი ტემპებით უნდა გაგრძელდეს.
"ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა ცოტა პატარა ნაბიჯებით მოძრაობა ნიშნავს, რომ ქვეყანას მაინც დაუდგება არსებობის საფრთხე. ჩვენ დღეს რეალურად გავაქვს ძალიან კონკრეტული პროგრამა. ან ვიქნებით ძალიან წამატებულები ან საქართველო არ იქნება საერთოდ", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.