გორში, ცაბაძის 5 ნომერში, 07:00 საათზე, ხუთსართულიანი კორპუსის 1-ელ სართულზე აფეთქება მოხდა. შემთხვევა ფანდიაშვილების სახლში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება დაგროვილმა აირმა გამოიწვია. მომხდარის გამო დაზიანდა კორპუსის 3 სართული.
აფეთქების შედეგად ოჯახის ორი წევრი, დედა-შვილი დაშავდნენ. ისინი გორის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მეზობლების განცხადებით, ფანდიაშვილების სახლში სამზარეულოდან გაზი ჟონავდა, რომლის სუნი კორპუსის ეზოშიც იდგა, სავარაუდოდ აფეთქება ოთახში შუქის ანთებას მოყვა.