ხვალ, 15 ივნისს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება, სადაც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქები) საბოლოო შედეგები შეჯამდება.
სხდომის შემდეგ გაიმართება ბრიფინგი, რომელზედაც სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული შედეგები გამოცხადდება. ამავე ბრიფინგზე დამსწრე საზოგადოება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამომავლო გეგემების შესახებ ინფორმაციასაც მიღებს.