ხვალ, 15 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გილაური შვეიცარიის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ამასთან, დაგეგმილია შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის პრეზიდენტის მიერ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომლიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას ხელს შეუწყობს.
შვეიცარიაში ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრი ბიზნესფორუმის ფარგლებში შვეიცარელ ბიზნესმენებს შეხვდება.