შს სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, ლაკბის წყალსაცავში, 20 წლის გელა და გიორგი ქიტოშვილის ცხედრები იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ თვითმხილველების ცნობით, ტყუპი ძმები გელა და გიორგი ქიტოშვილები ლაკბის წყალსაცავზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი წყალში საბანაოდ ჩავიდნენ და წყალმა ჩაითრია.
გელა და გიორგი ქიტოშვილები სოფელ კაჭრეთში ცხოვრობდნენ.