მიუზიკლი ლა ლა ლენდი კიდევ ერთხელ დააფასეს. დემიენ შეზელის ფილმი ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ საუკეთესოდ აღიარა. თავად შეზელი წლის საუკეთესო რეჟისორი გახდა, მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლად კი ემა სტოუნი დაასახელეს. ბაფტას პრემია გადაეცა ფილმის კომპოზიტორს, ჯასტინ გურვიცსაც.