16 ივნისიდან ფესტივალი "არტგენი" სამცხე-ჯავახეთსა და ზემო რაჭაში გადაინაცვლებს. "არტ-გენიმა სტარტი აიღო 12 ივნისს, კახეთში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში.
16 ივნისს გაიმართება კულტურული ტური ხერთვისის, აწყურისა და თმოგვის ციხეების მოსანახულებლად. ტური დასრულდება ახალციხეში. 17 ივნისს ფესტივალი "არტ-გენი" ვარძიაში გაიმართება.
18 ივნისს ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კულტურული ტური ახალციხიდან შოვის მიმართულებით; დაგეგმილია შაორის ტბისა და ნიკორწმინდის მონახულება (ღამისთევა შოვში). 19 ივნისს "არტ-გენი" ონთან ახლოს მდებარე მთაზე ჩატარდება. 20 ივნისს კი ფესტივალი დასრულდება.