„2 იანვარს, უკვე ოფიციალურად თავისუფალი, რუსთაველზე გავედი. ბევრი ნაცნობი სემხვდა. ყველა აღნიშნავდა ჩემს ძალიან წარმატებულ გამოსვლას დათო გოგიჩაიშვილის იუმორისტულ შოუში, რომელიც ახალ წლამდე ცავწერეთ. ერთნაირად ვპასუხობდი - „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკიდან კომედიამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია“, - ასე ამთავრებს თავის წიგნს - ნაცნობ ქიმერთა ფერხული“ - გელა ჩარკვიანი.
ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ ბევრ საინტერესო ამბავს, ეს წიგნი დაგეხმარებათ ისწავლოთ როგორ აკეთოთ საქმე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 7 თებერვალს ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა ცნობილი დიპლომატისა და მწერლის, გელა ჩარკვიანის ახალი წიგნის,, ნაცნობ ქიმერათა ფერხული'' პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
წიგნის - „ნაცნობ ქიმერთა ფერხული“ რედაქტორები არიან ნატო გორდელაძე და სოფო კობიაშვილი, დამკაბადონებელი ვიოლა ტუღუში, ოპერატორი მართა წიკლაური, გარეკანის დიზაინი ეკუთვნის თეონა წანიშვილს, გარეკანის ფოტოს ავტორია გურამ წიბახაშვილი, პროექტის ავტორია ზვიად კვარაცხელია. წიგნში შესულია ფოტოები გელა ჩარკვიანისა და მაია ფანჯიკიძის საოჯახო არქივებიდან.