ბელორუსის პერზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ერაყიდან უცხო ქვეყნების ჯარების გაყვანის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ლუკაშენკომ ერაყს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მშენებლობაში დახმარება შესთავაზა.
"ბელორუსი გამოდიოდა და გამოდის ერაყიდან უცხო ქვეყნების ჯარების სწრაფად გაყვანის, ამ უძველესი სახელმწიფოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების შესახებ", _ განაცხადა ბელორუსის პერზიდენტმა.
ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსი მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს ერაყის ინფრასტრუქტურის, ასევე საცხოვრებელი სახლებისა და სამრეწველო ობიექტების აღდგენასა და მშენებლობაში. "ვფიქრობ, მოვიდა დრო განვაახლოთ და არსებითად გავააქტიუროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები", აღნიშნა ლუკაშენკომ. მან იმედი გამოთქვა, რომ ერაყში ბელორუსულ ტექნიკასა და პროდუქციაზე დიდი მოთხოვნილწბა იქნება.