,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით, იმ წარმატებაში, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღია, სწორედ ენმ-მ შეასრულა მნიშვენლოვანი როლი.
„ნადმვილად მნიშვენლოვანი დღეა. დღე, როცა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწია. მოხარული ვარ რომ ამ წარმატებაში ნაციონალურმა მოძრაობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
მიხარია, რომ ძალიან მალე საქართველოს ყველა მოქალაქე კონკრეტულ სარგებელს მიიღებს ამ წარმატებისგან. განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი მეგობრები ისარგებლებენ ამ წარმატებით, ვინაიდან მათ ექნებათ არამხოლოდ ქართული პასპორტი, რომელიც პირადობის სახელმწიფო დამადასტურებელი დოკუმენტია, არამედ დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ სარგებელს მოუტანს მათ ოჯახებს“, - აცხადებს ნიკა მელია.