ვიხრები იმ აზრისკენ, რომ ქუთაისელებს ის შანსი, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში, ნამდვილად არ უნდა წავართვათ და თბილისის მაინცდამაინც არ უნდა იყოს ვალდებულება, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მმართველი გუნდის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით, როგორც წესი, ასეთი საკითხები კონსტიტუციით არ განისაზვრება და პარლამენტის ადგილმდებარეობის დათქმები კონსტიტუციებში არ არის.
„კომისიის წევრთა ძალიან დიდი უმრავლესობა, პრინციპში 1 წევრის გარდა, აქტიურად აყენებს საკითხს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს თბილისი, როგორც დედაქალაქი და სწორედ, ჩვენ მოგვიწია იმ პოზიციის დაცვა, რომ ხომ არ სჯობს, დავტოვოთ, როგორც არის ან საერთოდ, ხომ არ ამოვიღოთ ეს მუხლი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ცხარე კამათი და მსჯელობა იქნება. თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილების შესახებ ვერაფერს გეტყვით. ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლოა, მაქსიმუმ კონსტიტუციიდან ადგილმდებარეობის საერთოდ ამოღებას დავეთანხმო, რადგან, როგორც წესი, ასეთი საკითხები კონსტიტუციით არ განისაზვრება. პარლამენტის ადგილმდებარეობის დათქმები კონსტიტუციებში არ არის. თუმცა, მე უფრო ვიხრები იმ აზრისკენ, რომ ქუთაისელებს ის შანსი, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში, ნამდვილად არ უნდა წავართვათ და თბილისის მაინცდამაინც არ უნდა იყოს ვალდებულება“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მამუკა მდინარაძე.