დღეს, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფის მატჩები გაიმართება. მუნდიალის მე-3 დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, სერბეთის ეროვნული ნაკრები განას გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო 22:30 წუთზე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გერმანია ავსტრალიას ეთამაშება.
ექსპერტები ჯგუფის უდავო და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად გერმანიის ნაკრებს მიიჩნევენ, ხოლო ქვე-ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებას სერბეთის ეროვნულ გუნდს უწინასწარმეტყველებენ.
ამბიციური გუნდი ჰყავს განას ნაკრებსაც, მითუმეტეს, რომ წლევანდელი მუნდიალი აფრიკის კონტინენტზე ტარდება და განელებს სტადიონზე მისული ნეიტრალური გულშემატკივრის უპირობო მხარდაჭერაც ექნებათ. თუმცა აღსანიშნავია ერთი დეტალიც - ამ ჩემპიონატზე განელების მთავარი ვარსკვლავი, ლონდონის "ჩელსის" ნახევრამცველი მიკაელ ესიენი ტრავმის გამო არ თამაშობს. რაც შეეხება რუსეთის მძლეველ სლოვენიას, საფეხბურთო მიმომხილველები გამოუცდელობისა და ვარსკვლავების არ ყოლის გამო მისგან კარგ თამშს არ მოელიან.