პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უნდა შემუშავდეს ისეთი მოდელი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები.
"ე.წ მოსმენების თემას საქართევლოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის, ყველა ეტპაზე. თქვენ იცით, რომ აღნიშნულ კანონპროექტს გიორგი მარგველაშვილმა თავის დროზე ვეტოც დაადო, რაც სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული და შედეგად მძიმე და სამწუხარო გამოცდილება და რეალობა მივიღეთ.
ქვეყნის პირველი პირის აზრით, ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები. ასეთი სტრუქტურის შექმნისას კი, ამოსავალი პირინციპი უნდა იყოს ამ უწყების ანგარიშვალდებულება და ეფექტიანი კონტროლი სამივე სახელისუფლო შტოს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს მხრიდან", - განაცხადა მიშველაძემ.
ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყების შექნმა იგეგმება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე.