ხვალ, 14 ივნისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი საკონცერტო ვერსიით წარმოადგენს ზაქარია ფალიაშვილის ოპერას "დაისი".
მონაწილეობენ მომღერლები: ნინო ჩაჩუა, ელენე ჯანჯალია, ირაკლი კახიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, გია ასათიანი, თამაზ საგინაძე.
"დაისს" წარუძღვება დირიჟორი რევაზ ტაკიძე.