ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, ინფორმაცია არ მაქვს, - აცხადებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ტელეკომპანია "იმედთან" გავრცელე ბულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თებერვალში შსს-ის ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ.
"ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს თუ არა უდოს კომისია და იგეგმება თუ არა დროზე ადრე გათავისუფლდება, არ მაქვს ინფორმაცია. რა აზრისაც ვიყავი ვანო მერაბიშვილზე მაშინ, როდესაც ადვოკატო და უფლება დამცველი ვიყავი, ვიბრძოდი იმ საშინელი სისტემის წინააღმდეგ და მას ბევრ რამეში ვადანაშაულებ, რაც მაშინ ხდებოდა... მე ეს აზრი არ შემიცვლია. ძალინ ბევრი ადამიანი ამ სისტემის მსხვერპლი იყო, რაც უნდა ვთქვათ ჩვენ ეს ძალიან კარგად გვახსოვს. ვანო მერაბიშვილს მძიმე ბრალდებებზე აქვს მისჯილი. თუ საუბარია იმაზე, რომ ვადაზე ადრე საპატიმრო ადგილი დატოვოს, მე ეს არ ვიცი", - განაცხადა ეკა ბესელიამ