დღეს, გორში რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, მტკვარმა 55 წლის ავთანდილ ადუაშვილის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილის ცხედარი საგანგებო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.
მაშველების განცხადებით, გორში მცხოვრებ ავთანდილ ადუაშვილს მდინარე ლიახვზე ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, დინებამ კი მტკვარში გარიყა.
გარდაცვლილი გორის ბაზარში მუშაობდა.