ანკარამ შესაძლოა ევროკავშირთან შეთანხმება დაარღვიოს და ლტოლვილების მიღებაზე უარი თქვას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო სამეთა მინისტრმა მევლუთ ჩაუშოღლუმ განაცხადა. ოფიციალური ანკარა საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღაშფოთა, რომლის მიხედვითაც 8 თურქი სამხედრო მოსამსახურის ექსტრადიციაზე თურქეთს უარი ეთქვა. თურქმა ოფიცრებმა საბერძნეთის საზღვარი 15 იანვრის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ გადაკვეთეს და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს. ანკარა ათენისგან მათ ექსტრადიციას მოითხოვდა.