ამერიკის შეიარაღებულ ძალებში დიდი გარდაქმნები იწყება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავდაცვის ახალი მინისტრის, ჯეიმს მეტისის ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონის ახალი ხელმძღვანელობა სამხედრო ინფრასტრუქტურის განახლების პროგრამას შეიმუშავებს, რაცა ახალი თვითმფრინავებისა და გემების მშენებლობას და სამხედრო რესურსების გაზრდას ითვალისწინებს.