აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ქ.გრენობლის,უმაღლესი მენეჯმენტის აკადემიის თანამშრომლობის საფუძველზე ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად ქ. გრენობლის, უმაღლესი მენეჯმენტის აკადემიის („Uniman“ - Academy of Management and Performance, Grenoble, France) დიპლომი გაიცემა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ხელშეკრულებას ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და ქ. გრენობლის, უმაღლესი მენეჯმენტის აკადემიის რექტორმა სოფი სილვესტრიმ მოაწერეს.
პროგრამას ქართველი და ფრანგი პედაგოგები გაუძღვებიან. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, როგორც სრული სასწავლო კურსი, ასევე ერთი სემესტრი საფრანგეთში გაიაროს.
პროგრამაზე მიღება 2017 წლის სექტემბრიდან განხორციელდება.