ფრანგული გაზეთი " Liberation": ნ"-ი ჩეხეთის ექს-პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ღია წერილს აქვეყნებს სათაურით "რუსეთში სამართლიანობას კვლავენ". ჰაველის გარდა, რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართულ ღია წერილს ჰაველის გარდა მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები აწერენ ხელს.
"12 აპრილს მოსკოვში უმოწყალოდ დახვრეტილი მოსამართლე ედუარდ ჩუვაშოვი იმ ადამიანთა გრძელ ნუსხას შეემატა, რომლებიც რუსეთში სამართლიანობისთვის დახვრიტეს. ჩუვაშოვი იყო ერთ ერთი იმ მცირერიცხოვან მოსამართლეთაგან რომელსაც ყოფნიდა მამაცობა წინ აღდგომოდა შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს. მან გაბედა და რამდენიმე მათგანი ციხეში გაისტუმრა კიდეც", _ ნათქვამია ღია წერილის დასაწყისში და იქვე აღნიშნულია, რომ ამ დრომდე დასავლურ პრესაში დიმიტრი მედვედევის მმართველობის დასაწყისი ქვეყნის ლიბერალიზაციის დასაწყისად ფასდებოდა. ზოგი მიიჩნევდა კიდეც, რომ მისი მოსვლით რუსეთში ახალი "გარდაქმნა" დაიწყებოდა.
"მიუხედავად ამისა, მრავალი გახმაურებული მკვლელობა რუსეთში ჯერაც გაუხსნელია", _ ნათქვამია წერილში.
ვაცლავ ჰაველი იხსენებს ანა პოლიტკოვსკაიას, სტანისლავ მაკაროვს, ნატალია ესტემიტოვას, მაკშარიპ აუშევს, ივან ხუტორსკის და აცხადებს, რომ ეს ადამიანები მთელი ძალით ცდილობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში რუსეთის რეპუტაცია გაეუმჯობესებინათ.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი ტრაგედიათა ამ ჯაჭვს. იმ ადამიანების მკვლელობაზე თვალის დახუჭვით, რომელთაYერთადერთ მიზანს ადამიანის ღირსების დაცვა წარმოადგენდა რუსეთის ნათელი მომავლის იმედი კვდება. ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებამ კრახი განიცადა იმ საკითხის გადაწყვეტაში რომელიც ყველა მთავრობის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. არც ერთი ამ დანაშაულთაგან არ გამოძიებულა და არც ერთი დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა", _ ნათქვამია წერილში და იქვე აღნიშნულია, რომ დაუსჯელობის ატმოსფერო ხელს აძლევს ბოროტმოქმედებს.
"ვთხოვთ, რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობას დაიცვან ისინი ვისი სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ იმყოფება და უზრუნველყონ ამ გახმაურებული მკვლელობების გამოძიება. რუსეთის ხელისუფლებისთვის ყველა დამნაშავის გამოვლენა ძირითადი მიზანი უნდა იყოს თუკი რა თქმა უნდა პრეზიდენტ მედვედევის განცხადებები სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ ცარიელი სიტყვები არ არის", _ ნათქვამია ღია წერილის ბოლოს.
ღია წერილს ხელს აწერენ: იორდანიის პრინცი ელ ჰასან ბინ თალალი, ფილოსოფოსი ანდრე გლიუკსმანი, თეოლოგი ჰანს კიუნგი, კეიპტაუნის არქიეპისკოპოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი დეზმონდ ტუტუ, ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ შვარცენბერგი, გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი რიხარდ ფონ ვაიცზეკკერი, მსოფიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კეთილინების ელჩი იოჰეი სასაკავა, სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ფრედერიკ ვილლემ დე კლერკი და რუსეთის ლიბერალური პარტია "იაბლოკოს" ლიდერი გრიგორი იავლინსკი.