თეთრი სახლის ლიდერს მადონა შემოელანძღა. ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა პოპ-ვარსკვლავს ამაზრზენი ქალი უწოდა. „მისი საქციელი მართლაც რომ ამაზრზენია. ჩემს მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით მან არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ქალების მარშსაც ავნო, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ტარდებოდა,“-აღნიშნა ტრამპმა. საპროტესტო მარშზე, რომელიც 21 იანვარს გაიმართა, მადონამ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.