თეთრი სახლის ლიდერთან შეხვედრის სურვილს თურქეთის პრეზიდენტიც გამოთქვამს. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღმოსავლეთ აფრიკიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მინდა შევხვდე ტრამპს და მასთან ერთად თურქულ-ამერიკული ურთიერთობების საკითხი განვიხილო. მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად კარგად მუშაობს ჩვენი სტრატეგიული კავშირები. ასევე მაინტერესებს დაწვრილებით მოვისმინო ამერიკის პრეზიდენტისგან, თუ რას ნიშნავს ნატოსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები,“-აღნიშნა ერდორანმა.