თურქეთი ბერძნული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღშფოთებულია. ოფიციალური ანკარის განცხადებით, საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ათენს ტერორიზმთან ბრძოლა არ სურს. თურქული მხარე საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღაშფოთა, რომლის მიხედვითაც 8 თურქი სამხედრო მოსამსახურის ექსტრადიციაზე ანკარამ უარი მიიღო. თურქმა ოფიცრებმა საბერძნეთის საზღვარი ივლისის არშემდგარი გადატრიალების შემდეგ გადაკვეთეს და საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს.