დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩეველმა სტივენ ბენონმა მედიას „ოპოზიციური პარტია“ უწოდა, მედიის წარმომადგენლებს კი „ხმის ჩაგდებისკენ“ მოუწოდა. „მათ თავი შეირცხვინეს იმით, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ჰილარი კლინტონს თავგამოდებით უჭერდნენ მხარს, მაგრამ პროგნოზებში შეცდნენ. მათ უნდა სცხვენოდეთ ნა ნაცვლად თავდასხმებისა, ხმა უნდა ჩაიგდონ და მოგვისმინონ. მათ არ ესმით ამ ქვეყნის და არც იმის, თუ რატომ გახდა დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი,“-აღნიშნა ბენონმა New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში.