გამბიის ახალი პრეზიდენტი ადამ ბაროუ სამშობლოში დაბრუნდა. ის უკვე დედაქალაქ ბანჟულში იმყოფება და უფლებამოსილების შესრულებას უახლოეს ხანებში შეუდგება. საპრეზიდენტო არჩევნები გამბიაში გასული წლის 1 დეკემბერს ჩატარდა. ბაროუმ მოქმედი პრეზიდენტი იაია ჯამე დაამარცხა, თუმცა ჯამემ არჩევნების შედეგები არ აღიარა და გადადგომაზე უარი თქვა. ამის გამო მეზობელი ქვეყნები გამბიას სამხედრო ექსპანსიით დაემუქრნენ. ქვეყნიდან გაქცეულმა ბაროუმ საპრეზიდენტო ფიცი მეზობელ სენეგალში დადო. საბოლოოდ ჯამე პოსტიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა.