რუსეთისა და თურქეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა ალეპოში ისლამისტთა 3 სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. ავიადარტყმები ელ-ბაბის რაიონზე განხორციელდა. ოპერაციაში მონაწილეობას რუსული Су-24М და Су-35С-თან ერთად F-16 და F-4 ტიპის თურქული ავიაგამანადგურებლებიც იღებდნენ. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.