სირიის ოპოზიცია რუსეთის მიერ შეთავაზებულ კონსტიტუციის პროექტზე უარს ამბობს. ამის შესახებ ოპოზიციის დელეგაციის წარმომადგენელმა იაჰიუ ალ-არიდიმ განაცხადა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ერთადერთი, ვისაც სირიის ახალი კონსტიტუციის დაწერის უფლება აქვს, სირიელი ხალხია. თუ კონსტიტუციას სხვა ქვეყანა წერს, ის არ იმუშავებს,“-აღნიშნა ალ-არიდიმ.
სირიის ოპოზიციას რუსულმა მხარემ კონსტიტუციის ახალი პროექტი ასტანის მოლაპარაკებებზე შესთავაზა.