მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო ამერიკელ კოლეგასტან შეხვედრის გაუქმებას არ აპირებს. ამის შესახებ მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. უწყების განცხადებით, 31 იანვარს ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში შედგება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობის გადაწყვეტილების გამო პენია ნიეტომ ტრამპთან შეხვედრა გადაიფიქრა. დამცავი ბარიერის მშენებლობის დაწყების განკარგულება ტრამპმა გვიან ღამით გასცა.