უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვებაზე ელენე ხოშტარია პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. პარლამენტის წევრის ფრაქცია „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის“ თავჯდომარის ელენე ხოშტარიას განცხადებთ, წარმოუდგენელია დამოკიდებულები ვიყოთ მესამე ქვეყნის გადაწყვეტილებაზე მაშინ, როდესაც პრობლემის მოგვარება სხვაგვარადაც შესაძლებელი იყო.
„სამწუხაროდ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. ეს არის ის ვითარება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით - წარმოუდგენელია რომ ჩვენ დამოკიდებული ვიყოთ მესამე ქვეყანაზე, იქ შიგნით რაზეა ეს დამოკიდებული, რატომ იქცევა სასამართლო ესე, როცა მითუმეტეს გენერალური პროკურორის პოზიცია სხვა არის. ძალიან რთულია ჩემთვის ამ შიდა უკრაინული სიტუაციის შეფასება. სწორედ ეს არის ამ სიტუაციის სიმახინჯე და არასწორობა და ამიტომაც ვაკისრებ პასუხიმგებლობას ამ ხელისუფლებას, რომ დღეს ჩვენ ვართ ესეთ სიტუაციაში ხელ-ფეხ შეკრულები ფაქტიურად და ველოდებით მესამე ქვეყანაში როდის და როგორ გადაწყდება ეს საკითხი. აქამდე არ უნდა მისულიყო ეს საკითხი. ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან, ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ამ ვითარებაში, როდესაც არ მოხდა დღეს მისი გათავისუფლება თუ უნდა საგარეო საქმეთა მინისტრი, გენ. პროკურორი ჩავიდეს, თუ უნდა კვირიკაშვილმა დაურეკოს პოროშენკოს, ყველაფერი უნდა გააკეთონ და გამოასწორონ თვისი დაშვებული შეცდომა და მიაღწიონ ყველაფრის ფასად ვიცეპოლკოვნიკ გია ცერცვაძის გამოშვებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.