ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავრანეთში უხვთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო 27 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იტყობინება. დარზაბის პროვინციის გამგებლის, რაჰმატულა ჰასარის ინფორმაციით, დიდთოვლობამ სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა. ტემპერატურა მთიან რაიონებში -5 გრადუსამდეა დაცემული, თოვლის საფარის სიმაღლე კი რიგ მონაკვეთებზე ნახევარ მეტრს აღწევს.