ჰოლივუდის ცნობილი ვარკვლავი სკარლეტ იოჰანსონი ქმარს დაშორდა. ამის შესახებ ტელეკომპანია СNN იტყობინება. იოჰანსონმა და ცნობილმა ჟურნალისტმა რომენ დორიაკმა ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს და 2 წლის შემდეგ იქორწინეს. მათ ქორწინებიდან ქალიშვილი როუზ დოროთი ჰყავთ. განშორების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სკარლეტისთვის ეს მეორე ქორწინება იყო. 2011 წელს ის მსახიობ რაიან რეინოლდს გაშორდა.