ყირგიზეთის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა ოშში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებაში სრულ პასუხისმგებლობა ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებს აკისრებს.
"ყველა მოვლენა პროვოცირებულია და იმართება ბაკიევის გარემოცვიდან და ყველა დირიჟორი უკვე დაბრუნებულია და მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება", _ განუცხადა ოტუნბაევამ დღეს ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ოშში სროლები უკვე საარტილერიო იარაღიდან ისმის. როზა ოტუნბაევამ რუსეთის ფედერაცია სამხედრო ძალის შეყვანა უკვე სთხოვა. არეულობების შედეგად დევნილები უზბეკეთის საზღვრისკენ მიემართება. საზღვარი ღიაა.
ბოლო მონაცემებით, არეულობების შედეგად გარდაცვლილია 51 ადამიანი. თუმცა მსხვერპლის რაოდენობა იზრდება.